- კოსმოგონიური მითი
- აერთიანებს და საერთო საფუძველს უძებნის იმ მითებს, რომლებიც მის წარმოშობამდე არსებობენ. კოსმოგონიური მითი ყოველთვის ,,ნამდვილი" მითის შემდეგ იქმნება; გარდა იმისა, რომ ამაზე მიგვითითებს დებულება ,,რაც პირველია ჩვენთვის (გრძნობებისათვის - გ.თ.), ბოლოა ბუნებისათვის" (არისტოტელე), იგივეს გვეუბნება ფაქტიური მოცემულობაც; ჩვენს დროში არსებობენ ტომები, რომლებსაც არ გააჩნიათ კოსმოგონიური მითები. მათთვის ქმნადობის ფენომენი იფარგლება მხოლოდ გარკვეული საგნების და არსებების გენეზისის ცოდნით (მაგ: სამხრეთ ამერიკელი ინდიელები).Source: თევზაძე გიგი. მომავლის ნიშნები : (ყოფიერების ესთეტიკა) / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი] - თბ. : [მერიდიანი], 1995
Georgian encyclopedia. 2013.